1945 წლის 6 აგვისტოს 8 საათსა და 16 წუთზე იაპონიის დროით, ატომური ბომბის აფეთქების შედეგად ქალაქი ხიროსიმა დაემსგავსა ბრძმედის ალს. ქალაქიდან 30-40 კილომეტრის მანძილზე მყოფმა ადამიანებმა გაიგონეს უჩვეულო ძლიერი აფეთქების ხმა, ხოლო შემდეგ დაინახეს დამაბრმავებელი ალი (გამოსხივება).
აფეთქების ცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანები პირდაპირ აორთქლდნენ, გადაიქცნენ ფერფლად. ისინი დაიწვნენ ისე, რომ ვერ მოასწრეს წაქცევაც. იმ ადამიანებმა, ვინც ეპიცენტრიდან 1 კ/მ –ს დაშორებით იმყოფებოდნენ, მიიღეს გამოსხივების სასიკვდილო დოზა. მათ გადმოეყარათ შიგნეულობა. სახე დამწვრობისაგან გადაექცათ ხორცის ნაგლეჯებად. აფეთქების ცენტრში ვერ გადარჩნენ ისინიც კი, ვინც თავს აფარებდა თავშესაფარს. 1.5კმ მანძილზე მყოფმა ადამიანებმა მიიღეს უძლიერესი დამწვრობა, ხოლო უფრო შორს მყოფი ადამიანები დაიღუპნენ დანგრეული სახლების ქვეშ. აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ცეცხლის გრიგალმა დაწვა ყველაფერი 10 კვ/კმ ტერიტორიაზე.

ატომური ბომბის აფეთქების დროს, ხიროსიმაში ცხოვრობდა 430000 ადამიანი. 1946 წლის თებერვალში სტატისტიკის მიხედვით, დაიღუპა 78150 ადამიანი, უკვალოდ დაიკარგა – 13983, მძიმედ დაავადდა – 9428, მსუბუქი დაზიანება მიიღო 27997 ადამიანმა, სხვადასხვა დაშავება მიიღო 176987, სულ დაზარალდა 306545.
No comments:
Post a Comment