ოზონის ხვრელი — დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.
შედეგები
ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც
გამომწვევი
მიზეზები
ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ასი ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქება
.jpg)
30 აპრილს შვეციის ატომური სადგურის _ “ფორმარკ”-ის პერსონალმა დააფიქსირა ძლიერი ბირთვული გამოსხივება, რომელიც გამოდიოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ღრუბლებიდან. ამ ოთხი დღის მანძილზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორში იწვოდა 180 ტონა თეთრად გავარვარებული ურანი. უზარმაზარი ტერიტორია გამოცხადდა გამოუსადეგარად. საჭირო გახდა ალმოდებული რეაქტორის დამარხვა. ამის გამო ჰაერიდან შვეულმფრენებით ყრიდნენ ბეტონსა და დამსხვრეულ ტყვიას.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 000 ადამიანი. ჩერნობილის რადიაციულმა ღრუბელმა ევროპის ქვეყნებში მოწამლა ნიადაგი, მცენარეულობა და ცხოველები. სკანდინავიის ქვეყნებში დახოცეს 40 000 შინაური ცხოველი. ინგლისში - 30 000 ცხვარი. გერმანიაში კი ათასობით ტონა რძე გადაღვარეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა გააკეთეს პროგნოზი, რომ მომავალ 70 წელიწადში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაიტანჯებოდა კიბოს ავადმყოფობით, ხოლო დასაღუპად განწირული ადამიანების რაოდენობა ევროპაში, 10 წელიწადში მიაღწევდა 75 000 ადამიანს. დაბინძურების ხარისხი ნაჩვენებია რუკაზე.
ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ახლაც მკურნალობენ ``ჩერნობილის ბავშვები ``, რომლებმაც მიიღეს გამოსხივების დოზა.
ჩერნობილის ხილვადი კატასტროფა დიდი ხანია დამთავრდა, ხოლო უხილავის შედეგები კიდევ მრავალჯერ იჩენს თავს!
ატომური ბომბის აფეთქება ხიროსიმასა და ნაგასაკში
1945 წლის 6 აგვისტოს 8 საათსა და 16 წუთზე იაპონიის დროით, ატომური ბომბის აფეთქების შედეგად ქალაქი ხიროსიმა დაემსგავსა ბრძმედის ალს. ქალაქიდან 30-40 კილომეტრის მანძილზე მყოფმა ადამიანებმა გაიგონეს უჩვეულო ძლიერი აფეთქების ხმა, ხოლო შემდეგ დაინახეს დამაბრმავებელი ალი (გამოსხივება).
აფეთქების ცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მყოფი ადამიანები პირდაპირ აორთქლდნენ, გადაიქცნენ ფერფლად. ისინი დაიწვნენ ისე, რომ ვერ მოასწრეს წაქცევაც. იმ ადამიანებმა, ვინც ეპიცენტრიდან 1 კ/მ –ს დაშორებით იმყოფებოდნენ, მიიღეს გამოსხივების სასიკვდილო დოზა. მათ გადმოეყარათ შიგნეულობა. სახე დამწვრობისაგან გადაექცათ ხორცის ნაგლეჯებად. აფეთქების ცენტრში ვერ გადარჩნენ ისინიც კი, ვინც თავს აფარებდა თავშესაფარს. 1.5კმ მანძილზე მყოფმა ადამიანებმა მიიღეს უძლიერესი დამწვრობა, ხოლო უფრო შორს მყოფი ადამიანები დაიღუპნენ დანგრეული სახლების ქვეშ. აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ცეცხლის გრიგალმა დაწვა ყველაფერი 10 კვ/კმ ტერიტორიაზე.

ატომური ბომბის აფეთქების დროს, ხიროსიმაში ცხოვრობდა 430000 ადამიანი. 1946 წლის თებერვალში სტატისტიკის მიხედვით, დაიღუპა 78150 ადამიანი, უკვალოდ დაიკარგა – 13983, მძიმედ დაავადდა – 9428, მსუბუქი დაზიანება მიიღო 27997 ადამიანმა, სხვადასხვა დაშავება მიიღო 176987, სულ დაზარალდა 306545.
სმოგი ანუ ბოლნისლი

მჟავე წვიმები
ბევრი რეგიონისთვის გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მჟავე წვიმებია.
ეს დასახელება ისეთ მოვლენებს აერთიანებს, როგორიცაა მჟავე ნისლი, მჟავე თოვლი და ა.შ. მაგრამ თითოეული მათგანი ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას და გარემოზე მათ დამაზიანებელ მოქმედებას გულისხმობს.
მჟავე წვიმის მოვლენა 1800 წელს ბრიტანეთში ანგუს სმიტის მიერ იქნა აღწერილი და 1950 წლამდე მივიწყებული იყო. ეს პროცესი ბუნებრივ წვიმასთან შედარებით წვიმის წყლის მჟავიანობის მომატებას გულისხმობს.
მჟავე წვიმის ორი უმთავრესი კომპონენტია გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. ზოგჯერ მჟავე წვიმები საკმაოდ შორს მოდის იმ ადგილებიდან, სადაც პირველადი დამაბინძურებელი ნაერთების წყაროებია. ამრიგად, მჟავე წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით არ შემოისაზღვრება, რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას ხშირად განიცდიან. მაგალითად, მჟავე წვიმების უმეტესობა, რომელიც ნორვეგიაში, შვეციასა და ნიდერლანდებში მოდის, ევროპის სხვა ქვეყნებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.
მჟავიანობის მომატება უარყოფითად მოქმედებს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველურ სამყაროზე. გაზრდილი მჟავიანობა თევზის პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს. თევზების სახეობათა მხოლოდ მცირე რიცხვს შეუძლია გადარჩეს და მჟავე არეში რეპროდუქცია განახორციელოს.
ბოლო დროს ცხადი გახდა, რომ ჰაერის დაბინძურებას ტყის მასივზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა, რის შედეგადაც შეინიშნება ტყის მასივების შემცირების ტენდენცია.
ხმელეთის დაბინძურება ნავთობპროდუქტებით
ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანის საზღვრიდან სუფსის ტერმინალამდე ნავთობის სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნავთობსადენის ექსპლუატაციის პირობების დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც შეიძლება ნავთობსადენის დაზიანების შემთხვევაში ხმელეთზე ნავთობის დაღვრამ გამოიწვიოს. ანთროპოგენური სტრესის მიმართ განსაკუთრებული “სიმყიფით” ე.ი სენსიტიურობით გამოირჩევა ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში შემავალი თითქმის ყველა რაიონი, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის დასავლეთ-ცენტრალური ნაწილი. აქ ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობის პირობებში გრუნტის წყლების მაღალი დონის ფონზე შეიძლება განვითარდეს ლოკალური ხასიათის ეკოლოგიურად უარყოფითი პროცესები, კერძოდ ტერიტორიის გრუნტის წყლებით დატბორვა, რაც დიდ თავსატეხს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ ნიადაგის ფენებში დაბრუნებულ-ჩაჟონილ წყალს შეიძლება შეერიოს ტერმინალის არასწორი ექსპლუატაცის შედეგად ნავთობშერეული წყლის მასა, რომელიც მნიშვნელოვნად დააბინძურებს გრუნტის წყლებს.
ეკოლოგიური კატასტროფა სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე იმ რაიონებს, სადაც ტრასა სახელმწიფო ნაკრძალებზე გადის.
ბუნების რომელიმე კომპონენტის (ნიადაგის, წყლების, ჰავის, ფლორის და ფაუნის) მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ამ ბუნებრივ ნიშებში არა მარტო ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა, არამედ შეუქცევადი პროცესების განვითარებაც.

No comments:
Post a Comment