ხმელეთის დაბინძურება ნავთობპროდუქტებით
ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანის საზღვრიდან სუფსის ტერმინალამდე ნავთობის სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნავთობსადენის ექსპლუატაციის პირობების დაცვას, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც შეიძლება ნავთობსადენის დაზიანების შემთხვევაში ხმელეთზე ნავთობის დაღვრამ გამოიწვიოს. ანთროპოგენური სტრესის მიმართ განსაკუთრებული “სიმყიფით” ე.ი სენსიტიურობით გამოირჩევა ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში შემავალი თითქმის ყველა რაიონი, განსაკუთრებით კი კოლხეთის დაბლობის დასავლეთ-ცენტრალური ნაწილი. აქ ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობის პირობებში გრუნტის წყლების მაღალი დონის ფონზე შეიძლება განვითარდეს ლოკალური ხასიათის ეკოლოგიურად უარყოფითი პროცესები, კერძოდ ტერიტორიის გრუნტის წყლებით დატბორვა, რაც დიდ თავსატეხს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ ნიადაგის ფენებში დაბრუნებულ-ჩაჟონილ წყალს შეიძლება შეერიოს ტერმინალის არასწორი ექსპლუატაცის შედეგად ნავთობშერეული წყლის მასა, რომელიც მნიშვნელოვნად დააბინძურებს გრუნტის წყლებს.
No comments:
Post a Comment