განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აგრეთვე იმ რაიონებს, სადაც ტრასა სახელმწიფო ნაკრძალებზე გადის.
ბუნების რომელიმე კომპონენტის (ნიადაგის, წყლების, ჰავის, ფლორის და ფაუნის) მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ამ ბუნებრივ ნიშებში არა მარტო ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა, არამედ შეუქცევადი პროცესების განვითარებაც.
დაღვრილი ნავთობის ადგილას სავარაუდოა ნავთობის გარკვეული სისქის მქონე აპკის წარმოშობა, რაც ხელს შეუშლის ნიადაგის ზედაპირიდან წყლის აორთქლების პროცესს, ეს კი გამოიწვევს მიწისპირა ჰაერის ფენის თერმული ველისა და ტენიანობის მრავალწლიური რეჟიმის დარღვევას. ნავთობის საწვავი კომპონენტებით მიწისპირა ჰაერის ქვედა ფენების გაჯერების შემთხვევაში გაიზრდება ხანძრების გაჩენის ალბათობა.
No comments:
Post a Comment