Wednesday, January 30, 2013


                                 სმოგი ანუ ბილნისი

მეოცე საუკუნის შუა პერიოდში აშშ-ს ინდუსტრიულ ქალაქებში ზამთრის პერიოდში სმოგის, ანუ ბოლ-ნისლის იმდენად ძლიერ ეპიზოდებს ჰქონდა ადგილი, რომ შესამჩნევად გაიზარდა სიკვდილიანობა. 1952წლის დეკემბერში ლონდონში რამდენიმე დღის განმავლობაში 4000 ადამიანი დაიღუპა მურისა და გოგირდის ნაერთების მაღალი კონცენტრაციისგან, რომელიც უძრავი სქელი ნისლის სახით დაბინძურებული ჰაერის მასისგან წარმოიშვა. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს ბრონქული პრობლემების მქონე ხანშიშესული ხალხი და პატარა ბავშვები წარმოადგენდნენ. ამჟამად სმოგი აღარ წარმოადგენს პრობლემას დასავლეთ ევროპაში ჰაერის დაბინძურებაზე მკაცრი კონტროლის დაწესების გამო. განვითარებული ქვეყნების ჰაერის სისუფთავის ხარისხი განუხრელად უმჯობესდება სამრეწველო და სატრანსპორტო სექტორში ძვირად ღირებული ფილტრების და კატალიზატორების დანერგვის ხარჯზე. განვითარებად ქვეყნებში კი, რომლებიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან, ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება.

No comments:

Post a Comment